პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – კაფეში

იმ დღეს კაფეში ვნახე
მღვრიე თვალები ნაცრის
და გულმოსული სახე
მეტად უძლური კაცის.

ჰგავდა საოცარ რითმებს
პალმა, ვარდები რგული,
რასაც ძლივსძლივად ითმენს
გაცივებული გული.

წუხდა ცრემლები ფანჯრის,
გზებს მოგონებით ვრიყავ:
წინათ სიკვდილით დასჯის
წინააღმდეგი ვიყავ.

ჩამომეხსენი, სევდავ…
ყალბი პოეტის დგანდგარს
უკვე დაღუპულს ვხედავ,
ან – დასაღუპად დამდგარს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button