ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – კუროცუჩი

კუროცუჩი (黒ツチ, კუროცუჩი) იუაგაკურელი კუნოიჩია. იგი მესამე ცუჩიკაგე ონოკის შვილიშვილია და მისივე დაცვის წევრად მსახურობს.

წარსული
ანიმეში კუროცუჩიმ დაინახა, თუ როგორ გადაუფრინა დეიდარამ იუაგაკურეს მას შემდეგ, რაც მან მიმდებარე შენობები დაბომბა.[1]

ხასიათი
კუროცუჩი მშვიდი და თავისი სოფლის ერთგული ნინძაა, რომელსაც უფრო მეტად სურდა რვაკუდიანისა და ცხრაკუდიანის ჯინჩურიკების დახოცვა, ვიდრე მათი დაცვა.[2] იგი დეიდარას „დიდ ძმას“ ეძახდა.[3]

გარეგნობა
კუროცუჩის აქვს მოკლე შავი თმა და შავი თვალები. მას აცვია წითელი სამოსი, რომელსაც ცალი სახელო არ აქვს, ყავისფერი ჟილეტი, რეიტუზი, შავი სანდლები და ხელთათმანები. შუბლზე უკეთია პროტექტორი, რომელზეც იუაგაკურეს სიმბოლოა ამოტვიფრული.

შესაძლებლობები
კუროცუჩი ფლობს ლავის გამოშვებას, რაც იმით გამოირჩევა,რომ მისი ლავა თვისებებით ძალიან ჰგავს ცემენტს, წყალთან კონტაქტისას კი მისი გამყარების სიჩქარე იზრდება.

წვრილმანები
„კუროცუჩი“ ნიშნავს „შავ მიწას“ („კურო“ – შავი, „ცუჩი“ – მიწა)

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button