Hi-Techახალი ამბებივიდეო

MIT წარმოგიდგენთ ნამდვილ ცოცხალ ყვავილებს, რომლებიც მომავლის სახლებს გაანათებენ

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა მომავლის სმარტ-სახლებისათვის შექმნეს განათების სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ნამდვილი ლუმინესცენსიური მცენარეები.

MIT-ის პროფესორმა მაიკლ სტრანომ განახორციელა ფლოურესცენციური ნანონაწილაკების მცენარეებში იმპლანტირება, რის შედეგადაც მცენარის ფოთლებმა სინათლე გამოსცეს. როგორც დაგეგმილია, ქიმიური რეაქცია იმუშავებს ციცინათელების გამოსხივების ანალოგიურად. 

image.jpeg

პირველი მანათობელი მცენარეები MIT-ში ჯერ კიდევ 2017 წელს შეიქმნა. იმ პერიოდში მეცნიერებმა გამოზარდეს ლუმინესცენციური Nasturtium officinale-ს რამოდენიმე თაობა – მასში უშვებდნენ სინათლის კონდენსატორს, ნანობიოტიკური მცენარის კომპონენტს. იგი მცენარეებს საშუალებას აძლევს არ გამოსცენ მეტისმეტად კაშკაშა სინათლე, რის შედეგადაც მცენარეების სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. 

image.jpeg

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მანათობელი მცენარეები არა მარტო ჩაანაცვლებენ ხელოვნურ განათებას, არამედ შეამცირებენ ნახშირორჟანგს, რასაც ადამიანები გამოყოფენ.  

მკვლევარები სამომავლოდ აპირებენ შექმნან სხვა სახეობის მანათობელი მცენარეებიც. 

სადემონსტრაციო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=22&v=hp-vqd8zJM4 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button