Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

MSI GT75 9SG Titan: მძლავრი გეიმინგ-ლეპტოპი Intel Core i9-9980HK პროცესორით

კომპანია MSI-მა დაამზადა მაღალი წარმადობის პორტატული კომპიუტერი GT75 9SG Titan, რომელიც დაპროექტებულია თამაშებით გატაცებული მომხმარებლებისთვის.

ლეპტოპს აქვს 17,3-დუიმიანი 4K ფორმატის დისპლეი, რომლის გაფართოება 3840 × 2160 პიქსელს შეადგენს. შეუფერხებელი თამაშის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ტექნოლოგია NVIDIA G-Sync.

პროცესორი მუშაობს Intel Core i9-9980HK პროცესორზე. ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად დაამუშავონ ინსტრუქციის 16 ნაკადი. ტაქტის სიხშირე ვარირებს 2,4-დან 5.0 გიგაჰერცამდე.

image.jpeg

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შენახვის ქვესისტემაში გაერთიანებულია 512-გიგაბაიტიანი M.2 PCIe x4 SSD და 1 ტერაბაიტიანი მყარი დისკი. 

გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce RTX 2080, იგი წარმოდგენილია 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით. 

image.jpeg

პორტატული კომპიუტერი აღჭურვილია გაგრილების ეფექტური სისტემითა და განათების მქონე სრულზომიანი კლავიატურით. ოპერაციული სისტემა – Windows 10 Pro. 

ზემოთაღწერილი კონფიგურაციის ლეპტოპი MSI GT75 9SG Titan 4400 აშშ დოლარად იყიდება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button