Hi-Tech

  • Smart-მოწყობილობები, რომლებიც ყველაზე ხშირად იჰაკება

    ინტერნეტთან დაკავშირებული უსაფრთხოების კამერები იმ Smart-მოწყობილობების თითქმის ნახევარს წარმოადგენს, რომლებიც ყველაზე ხშირად ტყდება ჰაკერების მიერ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც იყიდება ის „სუსტი“…

    Read More »
  • ორგანოების 3D-ბეჭდვა უკვე შესაძლებელია ფორმირებული საფუძვლის გარეშე

    ზოგ ადამიანს ჯერ კიდევ უჭირს დაჯერება, თუმცა ტექნოლოგიური პროგრესი იმ დონემდე მივიდა, რომ მსოფლიოში უკვე არსებობს ადამიანის ორგანოების 3D-ბეჭდვის დამკვიდრებული მეთოდი. მისი…

    Read More »
  • შეიქმნა ადამიანების გულისცემით ამომცნობი ლაზერი

    დღესდღეობით არსებული პიროვნების იდენტიფიკაციის ყველა სისტემა ემყარება ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს, როგორებიცაა თითის ანაბეჭდები, სახე და მოძრაობის მანერა. თუმცა, ცოტამ თუ…

    Read More »
  • არაბთა გაერთიანებულ ემირატებში გაიხსნა მსოფლიოში უდიდესი, 1.18 გიგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური

    ემირატების ხელისუფლებამ გახსნა მზის ელექტრო სადგური, რომლის სიმძლავრე 1.18 გიგავატია. მსოფლიოს წინა რეკორდსმენი სადგურის სიმძლავრე კი, რომელიც აშშ-შია განთავსებული, მხოლოდ 569 მეგავატს შეადგენს.  ელექტროსადგური Noor Abu Dhabi, როგორც მოსალოდნელია, ელექტროენერგიით უზრუნველყოფს არაბთა ემირატების დედაქალაქის 90 ათას მაცხოვრებელს და საშუალებას მისცემს შემცირდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა წელიწადში 1 მლნ მეტრული ტონით. პროექტის ავტორის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ეკვივალენტურია იმ გამონაბოლქვისა, რასაც წელიწადში 200 ათასი ავტომობილი გამოყოფს.   ქვეყნის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ სამომავლოდ იგეგმება ნავთობის მოპოვების მასშტაბების შემცირება, რათა დაბალანსდეს ბაზარი, ასევე გამონაბოლქვი და ნარჩენი მასალებიც. თუმცა ქვეყნის ეკონომიკა ძველებურად კვლავ მეტად დამოკიდებულია ნახშირწყალბადზე.  გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლისთვის სამხრეთ კორეაშიც უნდა აიგოს მზის სადგური 3 გიგავატი სიმძლავრით. ჯამში ქვეყანას გამიზნული აქვს 2030 წლისთვის მზად ჰქონდეს 30,8-გიგავატიანი მზის ელექტროსადგური.  ალტერნატიული ენერგიის წყაროებიდან აღსანიშნავია ქარის ენერგიაც: საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით ევროპაში 2027 წლისთვის ქარის ენერგია დომინანტი წყარო იქნება. 

    Read More »
  • Toyota ტესტავს ეფექტურ მზის პანელებს თავისი ელექტრომობილებისთვის

    Toyota იწყებს Prius-ისთვის ახალი მზის პანელებიანი სახურავის ტესტირებას, რომელიც, კომპანიის თქმით, 44.5 კილომეტრი მანძილის გავლის მარაგს დაუმატებს ჰიბრიდულ ელექტრომობილს. მზის…

    Read More »
  • ილონ მასკი ელექტრო ვერტმფრენების წარმოებას აპირებს

    მოსალოდნელი იყო, რომ მას შემდეგ, რაც ელექტრო ტრანსპორტი გამოვიდოდა, მას მოჰყვებოდა კიდევ ერთი გადასვლა ელექტობისკენ, ამჯერად საჰაერო საქმიანობის სფეროში. Tesla გვპირდება, რომ ხუთ წელიწადში ელექტროძრავიანი ვერტმფრენები იფრენენ – აღარანაირი ნავთი.  ასეთ ზუსტ ვადას მასკი იმით ხსნის, რომ დღესდღეობით უბრალოდ შეუძლებელია შეიქმნას მსგავსი მოდელი: არ არსებობს საკმარისი სიმძლავრის აკუმულატორები და ფრენის ხანგრძლივობა მეტად მცირე იქნება. მასკი ჯერ კიდევ ათი წლის წინ ატარებდა გამოთვლებს, საიდანაც ჩანს: იმისათვის, რომ ნავთს კონკურენცია გაუწიოს, საჭიროა დაახლოებით 400 ვტს/კმ სიმჭიდროვის მქონე ლითიუმ-იონური აკუმულატორი. დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 300 ვტს/კმ-ია.  რადგან მასკმა ასეთი ხმამაღალი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა, როგორც ჩანს, ამის საფუძველიც გააჩნია. შესაძლოა რაიმე მსგავსი ვერტმფრენის დაპროექტებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა კონკრეტულ შედეგებს უახლოეს წლებში არ უნდა ველოდოთ. 

    Read More »
  • ვირტუალური რეალობა ფობიებს კურნავს

    ხედავთ ოთახში მცოცავ ობობებს და პანიკა გეწყებათ? – თქვენ არაქნოფობია გაქვთ. ვერ იძინებთ სინათლის გარეშე? – ეს ნიკტოფილიაა, სიბნელის შიში. არსებობს უფრო ეგზოტიკური…

    Read More »
  • კაფსულა Hyperloop-მა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა – 463 კმ/სთ

    ვაკუუმ-მატარებელ Hyperloop-ის კაფსულის პროექტმა, რომელიც შემუშავებულია მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ, SpaceX Hyperloop Pod კონკურსის მსვლელობისას სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა – 463 კილომეტრი…

    Read More »
  • Amazon თანამგზავრული ინტერნეტის ამოქმედებას იწყებს

    5 ივლისს 25 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჯეფ ბეზოსმა ონლაინ-წიგნების მაღაზია გახსნა. წლების შემდეგ კი AMAZON მსოფლიოში უმსხვილეს ონლაინ-პლატფორმად იქცა, სადაც აბსოლუტურად ყველაფრის ყიდვაა…

    Read More »
  • ჩინელები მარსზე მიფრინავენ, პირველი მარსმავალი უკვე მზად არის

    ჩინელმა მეცნიერებმა და ინჟინრებმა დაასრულეს პირველი მარსმავალის აწყობა, იგი სამეცნიერო-კვლევითი მისიით წითელ პლანეტაზე 2020 წელს უნდა გაემგზავროს. მისია მოიცავს ორბიტაზე გასვლას, მარსზე…

    Read More »
Back to top button