ავტომობილიახალი ამბები

განახლებული Tesla Model S-ის საჭემ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები გამოიწვია

რამდენიმე დღის წინ წარდგენილმა განახლებულმა ელექტრო სედან Tesla Model S-მა მიიპყრო ეროვნული საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) ყურადღება. ეს უკანასკნელი აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტროს ნაწილს წარმოადგენს. კერძოდ, მარეგულირებელ ორგანოს გაუჩნდა შეკითხვები, რომლებიც ეხება ელექტრომობილის განახლებული ვერსიის მართვის უსაფრთხოებას.

Tesla Model S-ის ახალი ინტერიერი მოიცავს უჩვეულო ფორმის საჭეს. ზედა ნაწილის ამოღების გამო იგი უფრო მეტად ჰგავს რბოლებისთვის განკუთვნილი სპორტული ბოლიდის საჭეს, ვიდრე ჩვეულებრივი საქალაქო მოხმარების მანქანისას. გარეგნულად იგი მართლაც საინტერესოა, თუმცა ფორმის გამო მისი გამოყენება ურბანული მოძრაობის პირობებში შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ მოუხერხებელი, არამედ პოტენციურად საშიშიც კი – კერძოდ, მოხვევის ან პარალელური პარკირების შემთხვევებში. თავად კომპანია არ აცხადებს, რომ საჭეზე მუშაობა საბოლოოდ დასრულებულია. 

image.jpeg

მომხმარებლების მხრიდან დამატებითი კითხვები გამოიწვია საჭისქვედა მოხვევისა და საქარე მინის საწმენდების მაჩვენებლების, ასევე გადაცემათა კოლოფის სელექტორის არარსებობამ. ამაზე ილონ მასკმა განაცხადა, რომ განახლებული ელექტრომობილი ჭკვიანი ელექტრონიკის წყალობით თავად გადართავს გადაცემას და პროგნოზირებს მოძრაობის მიმართულებას საგზაო მოძრაობის ვითარების, სანავიგაციო სისტემისა და დაბრკოლებების შესაბამისად. ელექტრომობილის ყველა ნიუანსის მორგება შესაძლებელია ბორტის ეკრანზე. მასკმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც მძღოლი რამდენიმე დღის განმავლობაში იმგზავრებს გადაცემათა კოლოფის სელექტორის არმქონე ახალი Tesla Model S-ით, მას სურვილი აღარ ექნება დაუბრუნდეს ისეთ ავტომობილს, სადაც ამგვარი რამაა დაყენებული. 

მზარდმა გამოხმაურებამ და საინფორმაციო ხმაურმა NHTSA-ს ყურადრება მიიპყრო. სააგენტომ განაცხადა, რომ განიხილავს ამ საკითხს. 

”ამ დროისთვის NHTSA-ს არ შეუძლია გააკეთოს დასკვნები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა განახლებული Tesla Model S სავტომობილო უსაფრთხოების ფედერალურ სტანდარტებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენ დავუკავშირდებით საავტომობილო კომპანიას”, – განაცხადა NHTSA-ს წარმომადგენელმა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button