ბიოგრაფია

ჰორაციუსი (Horace)

ჰორაციუსიჰორაციუსი (მისი ნამდვილი სახელია კვინტუს ჰორაციუსი ფლაკუს) (ლათ. Qუინტუს Hორატიუს Fლაცცუს) (* 8 დეკემბერი, ძვ. წ. 65, აპულიის ვენუზია   27 ნოემბერი, ძვ. წ. 8, ტივოლი), რომაელი პოეტი, განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ოდებთ.

 ბიოგრაფია

ჰორაციუსი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მამამ ოჯახი რომში საცხოვრებლად გადაიყვანა, რათა მის შვილს საუკეთესო განათლება მიეღო. 18 წლის ჰორაციუსს იგი ათენში გზავნის ბერძნული ენისა და ფილოსოფიის შესასწავლად.

იულიუს კეისრის მკვლელობის შემდეგ, ძვ. წ. 44 წელს ჰორაციუსი ლიბერატორთა არმიაში შედის და ბრძოლასი თავს გამოიჩენს. 21 წლისას ბრუტუსი ლეგიონის სარდლობას ჩააბარებს. ფილიპების ბრძოლაში ბრუტუსის ჯარი ოქტავიუსის (მომაცალი იმპერატორის) ბანაკს აირებს, თუმცა თავად მომავალი იმპერატორი გაქცევას მოახერხებს. მეორე ბრძოლაში კი იქტავიუსი იმარჯვებს. დამარცხებულთა შორისაა ჰორაციუსიც. მალე მათ გაატავისუფლებენ და პოეტი იტალიაში ბრუნდება, სადაც მამის გარდაცვალებისა და ქონების კონფისკაციის ამბავს შეიტყობს. გაღარიბებული ჰორაციუსი გადამწერის ადგილს შოულობს, თუმცა უარს არ ამბობს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რასაც უკვე არა ხმლით, არამედ კალმით წარმართავს. წერს ეპოდებსა და სატირებს, რომლებიც ოქტავიუსის წინააღმდეგაა მიმართული.

მალე ჰორაციუსი დაუმეგობრდება ვერგილიუსს, რომელიც მას წარუდგენს ოქტავიუსთან დაახლოებულ პირს, მეცენატს. ეს უკანასკნელი ჰორაციუსს თავის პროტექტორობას შესთავაზებს და აძლევს მამულს ტიბურთან (დღევანდელი ტივოლი) ახლოს. სულ მალე ჰორაციუსის პოპულარობა ლიტერატურულ წრეებში გაიზრდება.

ჰორაციუსი გარდაიცვლება თავისი პროტექტორის სიკვდილიდან 2 თვის შემდეგ, ძვ. წ. 8, 27 ნოემბერს.

 შემოქმედება

 სატირები

ჰორაციუსის სატირები ორ კრებულადაა გაერთიანებული, ერთში ათი პიესა შედის, მეორეში – რვა. სატირათა უმრავლესობა ავტოპორტრეტს წარმოადგენს და თვისუფალი ტონითაა დაწერილი. მათში მოცემულია პოლიტიკური, სოციალური, ეთიკური და ლიტერატურული საკითხების შესახებ პოლემიკები.

 ეპოდები

ჰორაციუსს ეკუთვლის ჩვიდმეტი ეპოდი, რომელნიც მთლიანობაში 625 სტროფს ითვლის. თავალ ავტორი მათ იამბებად მოიხსენიებდა. ეპოდების სტილი დაძაბულია, ტონი – საყვედურის. მათსი ადგილი აქვს როგორც ეროტიზმს ასევე პატრიოტულ თემატიკას.

 ოდები

ჰორაციუსის ოდები 4 წიგნადაა დაწერილი, მათგან თითოეული შეიცავს 38, 20, 30 და 15 ოდას. ავტორი მათ ეგვიპტურ პირამიდებს ადარებდა. ოდები ჰორაციუსის ყველაზე მნიშვნელოვან და საერთოდ რომაული ლირიკის შედევრად ითვლება. შინაარსის მხრივ აქ ერთმანეთს ენაცვლება პირადული და საჯარო საკითხები, სიყვარული და პოლიტიკა, ბერძნული და ლათინური სამყარო, დახვეწილი მითოლოგია და უხეში რეალობა, ეპიკურიზმი და სტოიციზმი,

 ეპიტრები

პირველი კრებული 20 ეპიტრს შეიცავს, მეორე კი მხოლოდ ორს. ამას ემატება ჰორაციუსის ცნობილი ეპიტრი პოეტური ხელოვნება. ისინი დაწერილია ჰექსამეტრით, ისევე, როგორც სატირები. ეპიტრები მიემართება კონკრეტულ ადამიანებს და ფიქტიურ წერილებს წარმოადგენს. მათი ტონი ნაკლებად სხარტი და შედარებით თავისუფალია.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button