ოფიციალურ ანონსამდე გავრცელდა Redmi K30 4G სმარტფონის ფოტოები
Redmi K30-ისა და Redmi K30 5G სმარტფონების შესახებ ცნობების უმეტესობა ოფიციალური წყაროებიდანაა მიღებული. ფოტოებზე, რომლებზეც გამოსახულია მოწყობილობის ვარდისფერი მოდელი, აგრეთვე ჩანს მისი იისფერი გაფორმებაც. სიახლე სმარტფონის ოფიციალურად გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა.
ფოტოებზე ჩანს, რომ Redmi K30 წარმოდგენილი იქნება თეთრი კოლოფით, რომელზეც სმარტფონის დასახელება გარდამავალ ფერებში იქნება გამოსახული. ზედა მარჯვენა კუთხეში მოცემულა ლოგოტიპი Mi. შეფუთვის ქვედა მხარეს მოცემულია წარწერა – „დამზადებულია Redmi-ს დიზაინით“, შუა ნაწილში კი განთავსებულია ბრენდის თილისმა. ამ კონკრეტულ შეფუთვაში დევს ვარდისფერი სმარტფონი 6/128 გბ მეხსიერებით. TENAA სერტიფიკაციამ ძველად დააფიქსირა, რომ წარმოდგენილი იქნება ასევე ვარიანტები 6/64 გბ, 8/128 გბ და 12/256 გბ მეხსიერების მოცულობით.
წარმოდგენილ ფოტოებზე ტელეფონი გამორთულია, თუმცა კარგად ჩანს პერფორირებული დისპლეი ორმოდულიანი ფრონტალური კამერის ქვემოთ. სმარტფონის უკანა პანელის ფოტოს მიხედვით ზუსტი წარმოდგენა იქმნება ოთხმოდულიანი მასიური ძირითადი კამერის არსებობის შესახებ. შეფუთვა მიუთითებს, რომ Redmi K30-ს აქვს მეხსიერების მოცულობის გაფართოების საშუალება microSD ბარათის მეშვეობით, თუმცა მომხმარებლებს ამისთვის მოუწევთ nano SIM ბარათის ერთ-ერთი სლოტი მას დაუთმონ. სმარტფონის უკანა მხარე დაფარულია მქრქალი (მატირებული) მინით.
აგრეთვე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს იისფერი ვარიანტი. TENAA-ინფორმაციის თანახმად როგორც აღმოჩნდა, მოწყობილობა მუშაობს MIUI 11-ზე და იგი დაფუძნებულია Android 10 პლატფორმაზე. Redmi K30 4G სმარტფონს ექნება 6.67-დუიმიანი FHD+ დისპლეი და 8-ნანომეტრიანი პროცესორი Snapdragon 730G. აგრეთვე აღსანიშნავია თითის ანაბეჭდის სკანერი სმარტფონის გვერდზე და 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი დატენვის მხარდაჭერით.