ავტომობილიახალი ამბებიბიზნესი

Porsche ახდენს ოთხძრავიანი ტრანსმისიის ტესტირებას ელექტრო ქროსოვერებისთვის

Porsche-მ განაცხადა, რომ მუშაობს ოთხძრავიანი სიმძლავრის აგრეგატზე ელექტრო ყველგანმავლებისთვის – ეს იქნება ორჯერ დიდი ძრავი Porsche Taycan-ის ძრავთან შედარებით. კონსტრუქცია ორიენტირებულია უპირველეს ყოვლისა მართვაზე – თითოეულ საბურავზე გათვლილი თითოეული ძრავი ელექტრომობილს საშუალებას აძლევს სწრაფად გადანაწილდეს განსაზღვრული სიმძლავრე იმის მიხედვით, სადაც საჭიროა – იქნება ეს მოყინულ გზაზე უკუქმედებისა თუ მოსახვევში დიდი სიჩქარით შესვლის საჭიროება. 

კომპანიის გუნდის განცხადებით ახალი გადაწყვეტილების წყალობით მიღწეულ იქნება სპორტული ავტომობილების  მსგავსი სიჩქარის რეაქცია დიდი გაბარიტების მანქანებშიც კი. ტექნოლოგიას არ სჭირდება დამატებითი სენსორები, პროგრამული მართვა მილიწამებში გადაანაწილებს სიმძლავრეს. Porsche-მ განაცხადა, რომ სისტემის ტესტირება უკვე დიდი ხანია ხორციელდება. 

image.jpeg

არსებობს ერთი მთავარი კითხვა: პირველ რიგში რომელ მოდელს ექნება ოთხძრავიანი სისტემა? Porsche-მ უკვე დაადასტურა, რომ Macan EV-ზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ეს გახლავთ ქროსოვერი, რომელიც ორიენტირებულია საწყისი დონის ბაზარზე. რომელმა მოდელმაც არ უნდა მიიღოს ახალი სისტემა, იგი დიდი უპირატესობა იქნება ყველა ამინდში გამოსაყენებელი ელექტრომობილებისთვის. 

image.jpeg

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button