ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Binance-მა გააფართოვა მხარდაჭერილი ფიატური ვალუტების ჩამონათვალი

Bitcoin-ბირჟა Binance-მა წარმოადგინა კრიპტოვალუტების პირდაპირი ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა კიდევ რვა ფიატური ვალუტისთვის. 

ბირჟამ დაამატა შემდეგი ვალუტები: 

  • ვიეტნამური დონგი (VND); 
  • ინდონეზიური რუპია (IDR); 
  • ნიგერიული ნაირი (NGN); 
  • კოლუმბიური პესო (COP); 
  • ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (GBP); 
  • მექსიკური პესო (MXN); 
  • კანადური დოლარი (CAD); 
  • არგენტინული პესო (ARS). 

მხარდაჭერილი ფიატური ვალუტების საერთო რიცხვმა უკვე თექვსმეტი შეადგინა, მათ შორისაა ამერიკული დოლარი, ევრო, ჩინური იუანი, უკრაინული გრივნა და ა.შ. 

ძველად Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ ბირჟის მთავარი ამოცანა უახლოეს თვეებში იქნება მსოფლიოს ყველა ფიატურ ვალუტასთან ინტეგრაცია. ნოემბერში ბირჟას ევროს მხარდაჭერა დაემატა. იმავე თვეში Binance-მა შეიძინა ინდური კრიპტო ბირჟა WazirX, რაც განპირობებული იყო მიზნით – დანერგილიყო კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვა ინდური რუპიით. 

სულ ახლახანს მედიის საშუალებით აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ Binance-ის გეგმაშია მოახდინოს ლიხტენშტეინში დარეგისტრირებული გაბანკროტებული Union Bank-ის ინვესტირება. Binance-ის ფინანსური დირექტორი ამ ინფორმაციას არასანდოდ მიიჩნევს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button