ავტომობილიახალი ამბებიბიზნესი

Tesla-მ გაუსწრო ჩინურ კონკურენტს და პირველ ადგილზე გავიდა

სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭენ ელექტრომობილები, რომლებიც ბენზინის ნაცვლად ელექტროენერგიის მოხმარების წყალობით არ აბინძურებენ გარემოს. ამ დრომდე ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიებს შორის ყველაზე პოპულარული გახლდათ ჩინური კომპანია BYD, რომელიც ჰიბრიდულ ავტომობილებსაც ყიდის. ამჯერად კი ელექტრომობილების ბაზარზე ახალი ლიდერი გამოჩნდა. ეს გახლავთ ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანია Tesla – ილონ მასკის ხელმძღვანელობით. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანიის მიერ გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა უზარმაზარია, Tesla-მ მაინც შეძლო მისთვის გადაესწრო მხოლოდ სამი მოდელის გამოშვებით, რომლებმაც მოკლე დროში ყველას დაამახსოვრეს თავი. ესენია Model X, Model S და Model 3. ბოლო პერიოდში ამ ორ კომპანიას შორის აქტიური კონკურენცია შეინიშნებოდა და მიუხედავად უორენ ბაფეტის მიერ BYD-ში ჩადებულია დიდი ინვესტიციისა, Tesla წამითაც არ ჩამორჩენია ჩინელებს. 

ექსპერტების მიერ წარმოდგენილ იქნა ორივე კომპანიის გაყიდვების გრაფიკი 2014-დან 2019 წლამდე. გრაფიკის თანახმად მიმდინარე წლის ოქტომბერში Tesla-მ გამოუშვა 807 954 ელექტრომობილი, BYD კი მცირედით ჩამორჩა: მის მიერ გამოშვებული ელექტრო მანქანების რაოდენობამ 787 150 შეადგინა. შეგახსენებთ, რომ როდესაც ილონ მასკს ჰკითხეს, როგორ აპირებს კონკურენტებთან ბრძოლას, მან საპასუხოდ მხოლოდ გაიცინა. როგორც ჩანს, Tesla-ს კიდევ უფრო სერიოზული სამომავლო გეგმები აქვს, რაც კომპანიას მეტად პოპულარულად აქცევს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button