რითია ამერიკული არწივის ეს სურათი გამორჩეული? კარგად დაკვირვების შემდგომ შესამჩნევი ხდება, რომ გამოსახულება მიღებულია ცოცხალი ძალის, ადამიანების მიერ.
I მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, 1918 წლის ივლისიდან მოყოლებული ჩიკაგოს ერთ-ერთი სტუდიის ფოტოგრაფები – არტურ მოლი და ჯონ ტომასი – ათასობით ამერიკელს უყრიდნენ თავს და სხვადასხვა ფორმას აღებინებდნენ. ეს ფორმა ზოგჯერ თავისუფლების ქანდაკება იყო, ზოგჯერ კი დროშა ან სხვადასხვა სიმბოლოები. ეს ის დროა, როცა არათუ ფოტოშოპი, არამედ კომპიუტერული გრაფიკაც კი არ არსებობდა იდეის დონეზე.
ფოტოებისთვის პოზიორობდნენ როგორც ჯარისკაცები, ისე ინჟინრები და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც. ჯარისკაცებს უმეტესად შალის უნფორმები ეცვათ, მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა 40 გრადუსს უკაკუნებდა. სპეციალურად ამ მოვლენისთვის მაღალი კოშკი ააშენეს და სურათების გადაღებაც იქიდან ხდებოდა. ყველა მათგანი პატრიოტული ხასიათისა იყო და დამთვალიერებლებში როგორც ფოტოგრაფების, ისე პოზიორების მიმართ პატივისცემას ბადებდა.
I საველე არტილერიის ბრიგადა
209-ე დანაყოფის ინჟინრები
ცოცხალი დროშა
ტყვიამფრქვევის ორდენი
ავაზა
I დანაყოფის ორდენი
34-ე დანაყოფის ჩაფხუტი
XI დანაყოფის ოფიციალური ბეჭედი
ჰავაის დანაყოფის ორდენი
ამერიკული ფარი
27-ე დანაყოფის ორდენი
თავისუფლების ზარი
ბიძია სემი
საზღვაო ფლოტის ემბლემა
პრეზიდენტი ვუდროუ ვილსონი
თავისუფლების ქანდაკება