Topწიგნები

Top 10 წიგნი, სადაც ადამიანი სისტემას უპირისპირდება

რეი ბრედბერის „451 ფარენჰეიტი“
451 ფარენჰეიტი –  ეს ის ტემპერატურაა, რომელზედაც ფურცელი იწვის. აქ აღწერილია მომავლის სმაყარო, სადაც წიგნებს წვავენ, ხალხს ტვინს ინფორმაციული ნაგვით უტენიან და ნებისმიერ თავისუფალ აზრს ელექტროშოკით ებრძვიან. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს, სიყვარული, სილამაზე და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა. შანსები გადარჩენაზე არსებობს!

კენ კიზის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“
ეს წიგნი ხისტად და ამავე დროს გულახდილად დაგანახებთ ზღვარს სიგიჟესა და ჯანსაღ აზრს შორის. ფსიქიატრიული კლინიკა, რომელიც საათივით არის აწყობილი, ქმნის კანონმორჩილ მოქალაქეს. წითური ირლანდიელი, რომელიც აქ მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ ციხეს გადაურჩეს, დაუპირისპირდება საავადმყოფოს სისტემას. უბრალოდ პრობლემა ის გახლვათ, რომ ,,აქ შეუძლებელია საბოლოო გამარჯვებას მიაღწიოთ.”

ჯორჯ ორუელის „1984“სამყარო 3 ნაწილად არის დაყოფილი და განაწილებული ტოტალიტარულ სახელმწიფოებს შორის. წიგნი გახლვათ ტოტალუტ კონტროლზე, რომელიც ანადგურებს ყოველგვარი ადამიანურობის გამოვლინებას. საბჭოთა კავშირში ეს წიგნი აკრძალული იყო. Big Brother is watching you!

ევგენი ზამიატინის „ჩვენ“
26-ე საუკუნეში უტოპიის მაცხოვრებლებმა ისე დაკარგეს ინდივიდუალიზმი, რომ ერთმანეთისგან მხოლოდ ნომრებით განსხვავდებიან. სახელმწიფოს მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ბედნიერება და თავისუფლება შეუთავსებელი მცნებები გახლვათ.

ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“
90-იანი წლების ერთ-ერთ სკანდალურ წიგნად ითვლება. ,,ყველა, ვინც გიყვარს, ოდესმე ზურგს გაქცევს ან მოკვდება. ყველაფერს, რასაც შექმნი დაივიწყებენ. ყველაფერი, რითაც ამაყობ, სანაგვეზე აღმოჩნდება.“

ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“
სისხლადუღებული თინეიჯერების სამაგიდო წიგნი. სამაგიდო წიგნი, აგრეთვე, იმ ადამიანების, რომელთა ტვინის გამოხვრაც სისტემამ ვერ მოასწრო. რომელთა ტვინებშიც ჯერ კიდევ ჩნდება კითხვა ,,რატომ“ და რომლებმაც მშვენივრად იციან, რომ კითხვა ,,რატომზე“ პასუხი არავის არ აქვს.

ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“
რომანი დაწერილია პირველ პირში 8 წლის გოგონას სახით. მოქმედება ხდება პატარა ამერიკულ ქალაქში, რომელიც ,,ხანგრძილივი ცხოვრებით გადაღლილია“. ეს ის პერიოდია ამერიკაში, როდესაც რასობრივი დისკრიმინაცია ჩეულებრივ მოვლენად ითვლება და შავკანიანი მოქალაქეებს ჯერ კიდევ ნივთის სტატუსი აქვთ. წიგნი არის ვაჟკაცობაზე, როდესაც იცი რომ წაგებული ხარ, მაგრამ საქმეს მაინც იღებ, იცავ შავკანიან ადამიანს სასამართლოში და ამით სისტემას უპირისპირდები.

ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“
სისტემა, სადაც ტკივილი და მწუხარება არ არსებობს, სადაც ადამიანური სითბო და თანაგრძნობა უცხო ცნებებია. ადამიანის მეგობარი ნარკოტიკი გამხდარა, რომელიც ჭირსა და ლხინში მის გვერდით დგას.

ფრანც კაფკას „პროცესი“ბიუროკრაიტული ვერტიკალი, სადაც ადამიანს ერთ მშვენიერ დღეს სრულიად უმიზეზოდ იჭერენ, რომელიც კარგანი ხანი ვერ გებულობს თუ რაში ედება ბრალი. ვრცელი ანალიზი იხილეთ აქ.

ალბერ კამიუს „უცხო“
მე-20 საუკუნის უმნიშნელოვანესი წიგნი. ნაწარმოები აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და ერთ მოკრძალებულ რჩევას მოგცემთ: ყოველგვარი შეფასებები გვერდზე გადადეთ. არ განიკითხოთ გმირი, როგორც სულმდაბალი ან უგულო არსება, თორემ მიიღებთ მორალისტ კამიუს და მოთხრობას უბრალოდ ცუდ შვილზე.

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button