ახალი ამბებიხელოვნური ინტელექტი

ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში აშშ-ის პირველობა მიზნად დაისახა

ხელოვნური ინტელექტი აშშ-ში შეიქმნა, თუმცა სხვა ქვეყნებმაც, მაგალითად ჩინეთმა, კანადამ და საფრანგეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ ტექნოლოგიის განვითარებასა და მისგან მოგების მიღებაში. სწორედ ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს  კურსი შეცვალოს და ამისათვის ხელი მოაწერა განკარგულებას ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკუთარი გეგმების შესახებ. „ამერიკული ინიციატივები ხელოვნური ინტელექტის სფეროში“ – ამ გეგმის ძირითადი მიმართულებები გამოქვეყნდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს სამმართველოში. 

ტრამპის ინიციატივა მიმართულია მიზნისკენ – მოახდინოს ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის სტიმულირება ამერიკაში, აგრეთვე შეიქმნას ახალი რესურსები და ტექნოლოგიის ფორმირების ახალი საშუალებები. 

მიუხედავად იმისა, რომ მიზნები დიდია, გეგმის დეტალები გაურკვეველი რჩება. ხელოვნური ინტელექტის სფეროს დასაფინანსებელი თანხის რაოდენობაც არ გახმაურებულა. 

გეგმის თანახმად, უნდა შესრულდეს ხუთი ძირითადი პუნქტი: 

  • დაფინანსების გადამისამართება. ბრძანებას ხელს მოაწერს ფედერალური ფინანსური სააგენტო, რათა განისაზღვროს პრიორიტეტები დაფინანსებისთვის.  
  • რესურსების შექმნა.  ფედერალური მონაცემები, კომპიუტერული მოდელები და გამომთვლელი რესურსები უნდა გახდეს ხელმისაწვდომი ხელოვნური ინტელექტის მკვლევარებისთვის.  
  • სტანდარტების დაწესება.  სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა ინსტიტუტმა უნდა დააწესოს სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც შეიქმნება „საიმედო, სტაბილური, სანდო, უსაფრთხო, პორტატული და ხელოვნურ ინტელექტთან თავსებადი სისტემები“.  
  • მომუშავეთა გადამზადება.  სააგენტოებს ევალებათ პრიორიტეტად დაისახონ მომუშავეების გადამზადება იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. აგრეთვე პრიორიტეტს წარმოადგენს სწავლება, კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები და სტიპენდიები.  
  • საერთაშორისო ჩართულობა. ჩამოყალიბდება საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ხელოვნური ინტელექტი განვითარდება ამერიკული „ფასეულობებისა და ინტერესების“ შესაბამისად.   

თითოეული ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის ამერიკელ მკვლევარებს დაეხმარება და აშშ-ს ამ სფეროში უფრო კონკურენტუნარიანად აქცევს ამოცანების შესრულების წარმატებულობის შესაბამისად. 

ტრამპმა მოკლედ ახსენა „მომავლის ინდუსტრია“ გასულ კვირას თავის მიმართვაში, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ამზადებს განკარგულებების სერიას, რომელიც მიმართულია მიზნისკენ – აშშ გახდეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ძირითად ტექნოლოგიურ სფეროებში, მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტში, 5G ქსელსა და კვანტურ გამოთვლებში. 

თეთრი სახლისთვის, უდავოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაში შესაბამისი პოლიტიკის გატარება, თუკი სურს შეინარჩუნოს ამერიკული საომარი ძალა, ეკონომიკური ძლიერება და გავლენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ტრამპის ადმინისტრაცია კრიტიკის ქვეშ მოხვდა იმის გამო, რომ მხარს უჭერდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩაურევლობის პრინციპს სხვა მმართველებისგან განსხვავებით. ამერიკის მთავარი ეკონომიკური და სტრატეგიული კონკურენტი ჩინეთია – მან 2017 წელს გამოაცხადა ხელოვნური ინტელექტის სფეროს ფართომასშტაბიანი დაფინანსების შესახებ. 

ბევრი უფლებამოსილი პირი როგორც ჩანს შეშფოთებულია, რომ აშშ-მა არ დაკარგოს უპირატესობა. გასულ წელს აშშ-ის იმდროინდელმა  თავდაცვის მინისტრმა, ჯიმ მატისმა თეთრ სახლში გაგზავნა დოკუმენტი მოთხოვნით: შემუშავებულიყო  ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული სტრატეგია. 

ჰარვარდის პროფესორი ჯეისონ ფურმანი, რომელიც პრეზიდენტ ობამას დროს ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და ეხმარებოდა ხელოვნური ინტელექტის ადმინისტრაციული ანგარიშის შედგენაში, ამჟამად აცხადებს, რომ ახალი გეგმა იმედისმომცემია, თუმცა იგი მხოლოდ საწყის ეტაპს წარმოადგენს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button