Boeing-ის უპილოტო ავიაგამანადგურებელი – უკვე 2020 წელს
კორპორაცია Boeing-ს უამრავი პერსპექტიული პროექტი აქვს, ერთ-ერთია პლატფორმა Airpower Teaming System, რომელზეც აეწყობა ავტონომიური ავიაგამანადგურებლები. უკვე ცნობილია, რომ მის ბაზაზე აწყობილი პირველი მოქმედი უპილოტო აპარატი იქნება Loyal Wingman. იგი საფრენად მზად იქნება 2020 წელს. პროექტი შემუშავებულ იქნა ავსტრალიის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით.
უპილოტო თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელი იქნება დაზვერვისა და შეტევისთვისაც. ცნობილია, რომ ავტონომიური მუშაობა უზრუნველყოფილია ხელოვნური ინტელექტით, რომელიც შესაძლებელია დაპროგრამდეს ნებისმიერი მისიის შესრულებაზე. ინტელექტუალური სისტემა აგრეთვე სასარგებლო იქნება უპილოტო თვითმფრინავსა და სხვა თვითმფრინავებს შორის მანძილის შესანარჩუნებლად. იმის გათვალისწინებით, რომ მასში პილოტი არ იჯდება, აპარატს გაცილებით შორი მანძილის ფრენა შეუძლია – 3700 კილომეტრზე მეტი.
Boeing-ის წარმომადგენლები არ ახმაურებენ, რა თანხა დაჯდა ახალი აპარატის აწყობა, თუმცა აცხადებენ, რომ უპილოტო ავიაგამანადგურებელი გაცილებით იაფია მის პილოტიან ანალოგთან შედარებით. კორპორაცია გეგმავს გამოუშვას ასეთი ავიაგამანადგურებლები მხოლოდ შეკვეთით, ამავე დროს თანახმაა ავტონომიური თვითმფრინავი აღჭურვოს დამატებითი შეიარაღებით – დამკვეთის სურვილისამებრ.
უპილოტო თვითმფრინავზე სავარაუდოდ დიდ მოთხოვნა იქნება, რადგან მისი გაგზავნა შესაძლებელია სახიფათო დავალებებზე ისე, რომ პილოტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ იქნება. თუმცა Boeing-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მსგავს პროექტზე მუშაობს. მაგალითად, 2015 წელს კომპანია Lockheed Martin-მა დაიწყო უპილოტო ავიაგამანადგურებლის აწყობა F-16 Fighting Falcon-ის ბაზაზე.
Boeing-ს სხვა საინტერესო პროექტებიც აქვს. ამჟამად იგი კომპანია Aerion-თან ერთად მუშაობს ზებგერითი ბიზნეს-ჯეტის (უპილოტო თვითმფრინავი) აწყობაზე. Aerion AS2-ის კომერციული წარმოება 2023 წლისთვისაა ჩანიშნული.