![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2021/01/Ripple-ის-წინააღმდეგ-კიდევ-ერთი-სარჩელი-გაიცა.png?fit=800%2C640&ssl=1)
Ripple-ის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი გაიცა
კომპანია Tetragon Financial Group-მა სარჩელი შეიტანა Ripple-ს წინააღმდეგ. 2019 წელს იგი ხელმძღვანელობდა C სერიის 200 მლნ აშშ დოლარიანი დაფინანსების რაუნდს, როდესაც XRP-ს ემიტენტი 10 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა.
![image.png](http://i0.wp.com/www.overclockers.ge/uploads/monthly_2021_01/image.png.610f273225dd06b440b8c04c254cc94b.png?w=780&ssl=1)
Tetragon-ი დელავერის სასამართლოსგან ითხოვს, რომ მოპასუხე მხარეს აეკრძალოს ნებისმიერი სახის ლიკვიდური აქტივების გამოყენება ვადამდე და დაჩქარებული განხილვის პროცედურის გამოყენება.
Ripple-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Tetragon-თან კონტრაქტი ითვალისწინებს თანხის დაბრუნებას მაშინ, როდესაც XRP იქნება აღიარებული ფასიან ქაღალდად შეერთებულ შტატებში, რაც ჯერ არ მომხდარა.
„ეს უსაფუძვლო საჩივარია. Tetragon ცდილობს არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს აშშ-ის რეგულაციური გაურკვევლობა“.
5 იანვარს Grayscale Investments-მა XRPგამორიცხა Digital Large Cap Fund-ის ტრასტიდან და დარჩენილი კრიპტოვალუტების სასარგებლოდ ყველა ტოკენი გაყიდა. გაცილებით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს Bitwise-მა და 21shares-მა.
Coin Metrics-ის მონაცემებით, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ 1 მილიონიანი XRP მისამართების რაოდენობა შემცირდა 1721-დან 1567-მდე.
შეგახსენებთ, SEC-მა Ripple დაადანაშაულა შვიდი წლის განმავლობაში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების 1.3 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდვაში. წინასწარი მოსმენა გაიმართება მიმდინარე წლის 22 თებერვალს.
ეს პირველი სარჩელი არ არის კომპანიის წინააღმდეგ – უკვე მეორე წელია კომპანია დავობს ინვესტორებთან, რომლებიც XRP-ს არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდად თვლიან. Ripple და Garlinghouse მითითებულნი არიან, როგორც მოპასუხეები, მოჩივანი კი არის Bitcoin Manipulation Abatement LLC და სარჩელს ხელმძღვანელობს ადვოკატი პაველ პოგოდინი.