ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

მსოფლიოს მსხვილი ბანკების ჯგუფი საკუთარი ერთობლივი ციფრული ვალუტის გამოშვებას აპირებს

შვეიცარიის ბანკმა და 13-მა სხვა ფინანსურმა კომპანიამ, რომელთა შორისაა აშშ-ის, ევროპისა და იაპონიის მსხვილი ბანკები, შექმნეს ახალი კომპანია, რომელიც უხელმძღვანელებს ციფრული ვალუტის განვითარებას – იტყობინება Wall Street Journal. ეს პროექტი შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ამბიციური და რეზონანსული ბლოკჩეინ-პროექტი მსოფლიოში. ალიანსში შემავალმა ფინანსურმა კომპანიებმა ერთობლივად 63 მლნ აშშ დოლარი ჩადეს ხსენებულ საქმიანობაში.

საბანკო ტოკენის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილია. პროექტი გულისხმობს ციფრული ვალუტის შექმნას ბლოკჩეინის ბაზაზე. WSJ ტოკენს აღწერს, როგორც „ერთსა და იმავე დროს საგადახდო საშუალებაც და მესენჯერიც, რომელიც ატარებს მთელ იმ ინფორმაციას, რაც აუცილებელია გარიგების შესრულებისათვის“. იგი გამყარებული იქნება ბანკების მიერ კონტროლირებადი ფიატ-ფულით. ახალი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რომაიოს რემმა განაცხადა, რომ ვალუტა სავსებით ქმედითუნარიანი იქნება მიმდინარე წელსვე.

პროექტში მონაწილე კომპანიები მუშაობენ ბლოკჩეინ-სტარტაპ Clearmatics-თან და აცხადებენ, რომ ბლოკჩეინზე შეიქმნება მონეტა ანგარიშსწორებისა და კომუნალური სერვისების უზრუნველყოფისთვის. რეალურად როგორი იქნება მონეტის მუშაობის პრინციპი – ჯერჯერობით არავინ იცის. პროექტი ჩაფიქრებული იყო ჯერ კიდევ 2015 წელს, 2017 წელს კი Financial Times-მა გამოაცხადა, რომ „რეალურად ეს არის არა იმდენად ბლოკჩეინ-პროექტი, რამდენადაც საბაზრო ინფრასტრუქტურის პროექტი“. ბევრი მიიჩნევს, რომ ბლოკჩეინ-პროოექტებს აზრი არ აქვს, თუკი ისინი ცენტრალიზებულად კონტროლდება ბანკების მსგავსად.

მოკლედ რომ ითქვას, საბანკო ციფრული ვალუტა იქმნება. რითი იქნება იგი განსხვავებული უკვე ცნობილი ვირტუალური ვალუტისაგან – ჯერჯერობით გარკვეული არ არის.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button