აპლიკაციაბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

აპლიკაცია Revolut-ი მომხმარებლებს ნაღდი ფულისა და კრიპტოების ავტომატურ ტრიგერ-გაცვლის საშუალებას აძლევს

მობილურმა ფინანსურმა აპლიკაცია Revolut-მა აამოქმედა ახალი ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს „ავტომატურად გადაცვალონ“ ნაღდი ფული და კრიპტოვალუტები.

კომპანიამ განაცხადა, რომ მის 4 მილიონზე მეტ მომხმარებელს უკვე შეუძლია ავტომატურად გადაცვალოს აშშ დოლარი Bitcoin-ზე ან Ethereum-ი XRP-ზე. გადარიცხვა ემყარება წინასწარ დადგენილ ღირებულებას. Fiat-to-fiat ტიპის გაცვლაც შესაძლებელია.

როგორც კი აპლიკაციაში დადგინდება სამიზნე კურსი – მიმდინარე ფასზე მაღალი ან დაბალი – Revolut-ი შეტყობინებას იძლევა, რომ გაცვლა გააქტიურდება მიზნის მიღწევისთანავე. თუმცა იგი იძლევა გაფრთხილებას, რომ მიღწეული საბოლოო კურსი შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს სასურველი, მიზანდასახული მაჩვენებლისგან კურსის არასტაბილურობის/ცვლილებების გამო.

„თუკი ტარიფი ვერ მიაღწევს დასახულ მიზნამდე, ვალუტის გაცვლა არ გამოვა“ – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ფუნქციის წყალობით, ნაცვლად იმისა, რომ ჰქონოდა უბრალო ყიდვა-გაყიდვის შემოთავაზებები ბაზარზე არსებული კურსის მიხედვით – აპლიკაციამ ფაქტობრივად შეიძინა „სავაჭრო ტრიგერის“ ფუნქცია, რომელიც ხელმისაწვდომია უფრო პროფესიონალურ სავაჭრო პლატფორმებზე.

„ავტომატური გაცვლა იდეალურია იმისათვის, რომ ეცადოთ მიიღოთ საუკეთესო გაცვლითი კურსი და თავი დაიცვათ ბაზრის არასტაბილურობისგან“ – აცხადებენ აპლიკაციის შემქმნელები.

თუმცა ამ ფუნქციას გარკვეული შეზღუდვები გააჩნია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით მომხმარებელს შეუძლია დღეში გადაცვალოს მხოლოდ 10 ათასი ევრო (11 198 აშშ დოლარი) ნებისმიერ კრიპტოვალუტაზე. არსებობს აგრეთვე გაცვლის ყოვედღიური ლიმიტი – 30 ტრანზაქცია დღეში.

აგრეთვე, ფასების მერყეობის მაღალი დონის პერიოდებში, თუკი გაცვლითი კურსი იცვლება 0,75%-ზე მეტად ორივე მხარის ფიატ-ვალუტაზე, ან თუკი აღემატება კრიპტოვალუტების სამიზნე კურსის 5%-ს, Revolut-ი არ განახორციელებს გაცვლას.

Revolut-მა კრიპტო სავაჭრო მომსახურების სერვისები აამოქმედა 2017 წლის ივლისში – საწყის ეტაპზე დაამატა Bitcoin-ი. მოგვიანებით, იმავე წლის დეკემბერში დაემატა მხარდაჭერა Litecoin-სა და Ethereum-ზე, გასული წლის მაისში კი დაემატა XRP და Bitcoin Cash.

გასული წლის დეკემბერში კომპანიამ საბანკო ლიცენზია მიიღო ევროპის ცენტრალური ბანკისგან. ამ დროს Revolut-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებლები მიიღებდნენ ექაუნთებს თავიანთი ფინანსების მართვისთვის ერთი სივრციდან – Revolut Bank-იდან.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button