Facebook-ი განიხილავს ლაივ-ვიდეოების კონტროლსა და შეზღუდვას „Christchurch-თავდასხმის“ შემდეგ
The New Zealand Herald-მა გამოაქვეყნა Facebook-ის მთავარი საოპერაციო დირექტორის, Sheryl Sandberg-ის წერილი, რომელშიც მოცემულია, რომ კომპანია მუშაობს ორი კვირის წინ ახალ ზელანდიაში მეჩეთში მომხდარ ტერორისტული თავდასხმის საკითხზე. წერილში Sandberg-ი აღწერს სამ ეტაპს, რომელთაც განახორციელებს Facebook-ი ლაივ-ვიდეოების გაკონტროლების მიზნით. ერთ-ერთია „ლაივ-ჩართვების შეზღუდვა“.
Sandberg-მა თავდასხმა დაახასიათა, როგორც „ნამდვილი ბოროტების აქტი“ და განაცხადა, რომ კომპანია აპირებს გააანალიზოს რა მოხდა. ამისთვის იგი თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან. Christchurch-ის თავდასხმის შემდეგ Facebook-მა წაშალა 1,5 მლნ ვიდეოჩანაწერი მთელ მსოფლიოში, მათგან მილიონ ორასიათასი ატვირთვისთანავე დაიბლოკა. თავის წერილში Sandberg-ი ამბობს, რომ კომპანია მიიღებს სამეტაპიან ზომებს.
პირველი ნაბიჯი – Facebook-ი ჩართვისთანავე შეისწავლის, გაანალიზებს იმ ლაივ-ვიდეოებს, რომლებიც საზოგადოებრივ ნორმებს არღვევს. კომპანია უფრო მეტ რესურსს ჩადებს სისტემებში, რომელთაც შეუძლიათ მოახდინონ ძალადობრივი ვიდეოების იდენტიფიცირება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვიდეო დარედაქტირებულია. Sandberg-მა აღნიშნა, რომ ძიებისას იპოვეს ზემოთხსენებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოს 900-ზე მეტი ვარიაცია.
მეორე ნაბიჯი – „მიღებულ იქნება უფრო გადამწყვეტი მეთოდები ჩვენს პლატფორმაზე სიძულვილის მოსასპობად“. მიმდინარე კვირაში Facebook-მა უკვე გააჟღერა, რომ იგი კრძალავს თეთრი ნაციონალისტური და სეპარატისტული ფაქტორების შემცველ კონტენტს.
Sandberg-ი აცხადებს, რომ კომპანიამ პლატფორმიდან უკვე წაშალა მსგავსი ორგანიზაციების მთელი რიგი ჯგუფები, აგრეთვე დაბლოკავს ამგვარი ჯგუფების წამახალისებელ და მაქებარ კონტენტსაც.
მესამე, ბოლო ნაბიჯი, რომელსაც Sandberg-ი აღწერს, იმაში მდგომარეობს, რომ კომპანია მხარდაჭერას გაუწევს „ოთხ ადგილობრივ ორგანიზაციას, რომლებიც დაკავებულნი არიან კეთილდღეობისა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებით ახალ ზელანდიაში. Facebook-ი მზადაა იმუშაოს კომისიასთან ერთად, რომელიც შეიქმნა ინტერნეტ-საიტებისა და სოციალური ქსელების ფუნქციონირების შესწავლისთვის. მედია-პლატფორმებმა თავდასხმაში თავისი როლი ითამაშეს.
Sandberg-ის წერილში კონკრეტულად არ არის ახსნილი, თუ რას ნიშნავს ლაივ-ვიდეოების შეზღუდვა, თუმცა არსებობს გარკვეული ვარაუდი: მაგალითად, თუკი კონკრეტულმა ადამიანმა ოდესმე დაარღვია ვებ-გვერდზე საზოგადოებრივი სტანდარტები, სავარაუდოდ ამგვარ პირებს შეეხება გადამოწმება და შეზღუდვა. ბოროტმოქმედმა თავდასხმა თავად გაიაღო, თავდაპირველად ჩანაწერი მხოლოდ 200-მა პირმა ნახა, ტექნოკომპანიები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ვიდეოს გავრცელებისთვის. Facebook-ი მსგავს პრობლემას შეეჯახა 2017 წელსაც, როდესაც Cleveland-მა მკვლელობის ამსახველი ვიდეო თავის პროფილზე გამოაქვეყნა, სადაც იგი რამოდენიმე საათის განმავლობაში იყო განთავსებული.