ახალი ამბებიბიზნესიტექნოლოგია

Airbus-მა შექმნა თვითმფრინავის მგზავრების განთავსების სისტემა

ავიამშენებლობის კონცერნმა Airbus-მა შექმნა სატვირთო განყოფილებაში მგზავრების განთავსების სისტემა, რომლის პრაქტიკაში გამოყენება ორი წლის შემდეგ დაიწყება. საფუძვლად ინჟინრებმა აიღეს ბორტის მოდულები, სადაც ეკიპაჟი ისვენებს ხანგრძლივი ფრენის პერიოდებში. სისტემაზე მუშაობა მიმდინარეობდა ფრანგულ კომპანია Safran-თან ერთად.

პირველი ავიალაინერი, სადაც დაიწყებენ მგზავრების განთავსებას სატვირთო განყოფილებაში, იქნება Airbus A330, მსგავსი სისტემა დაინერგება Airbus A350 თვითმფრინავებშიც. ერთი მოდულის სიგრძე შეადგენს 2,4 მეტრს, სიგანე – 4 მეტრს, სიმაღლე – 1,55 მეტრს. როგორც Bloomberg-ი წერს, ახალი მოდულები დაყენდება როგორც თვითმფრინავის მშენებლობისას ქარხანაშივე, აგრეთვე უკვე არსებული ბორტების მოდერნიზაციის დროს.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ავიაკომპანიები დაიწყებენ ამგვარი ადგილების გაყიდვას? შესაძლებელია. მანამდე კი ევროპული ავიასამშენებლო კონცერნი აპირებს სატვირთო განყოფილებაში განათავსოს სხვადასხვა სახის სივრცეები, მაგალითად საბავშვო ოთახები, გასართობი და საძილე ზონები. ერთ A330 (200F) თვითმფრინავში შესაძლებელია განთავსდეს 12 ასეთი მოდული, რომლებშიც მოცემული იქნება ბარი, სპორტდარბაზი და, რა თქმა უნდა, სამგზავრო მოდული სავარძლებით.

image.jpeg

თეორიულად, ავიაკომპანიები ჩვეულებრივ გაყიდიან ამგვარ ადგილებს (სუპერ ეკონომ კლასი), რომლებიც მნიშვნელოვნად იაფი ეღირება თვითმფრინავის ზედა ნაწილში არსებულ სამგზავრო ადგილებთან შედარებით. 

Airbus-ის მხრიდან ეს შემთხვევა პირველი არ გახლავთ. კომპანიას უკვე აქვს ნათქვამი, რომ მუშაობს, სატვირთო თვითმფრინავები სწრაფად აქციოს სამგზავროებად. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button