
პოეზია
რობერტ ფროსტი არარჩეული გზა
თარგმანი გიგი თევზაძის
ორი გზა ტყეში, ყვითელ ფოთლებში,
თითქოს თანაბრად, მიიწევს მაღლა.
მომიწევს გავლა, თუნდაც ერთ-ერთის.
თვალით მოვნიშნე ერთი და მივდევ,
ვცდილობ გავიგო, სად მიწევს დაღლა.
მერე, მეორეს შევხედე. თითქოს,
ის უკეთესად მოპყრობას ითხოვს.
ბალახი იქცევს ჩემს ყურადღებას;
კიდევ მწვანეა. ვფიქრობ, მოელის,
რომ ამ შარაზე წავა ყოველი.
ფეხშეუხებელ ფოთლებში იწვნენ,
და ერთნაირად მიხმობდნენ დილით.
მეორეს გავლა გადავავადე,
თუმცა, ვიცოდი, ეს გზა ხვალამდე
არ დარჩებოდა უსიერ ტყეში.
და ამოოხვრით ვიტყვი, როდესაც
წლების სისრულის ვიგრძნობ რაობას:
მე ავირჩიე ნაკლებ ნავალი,
იმ ორი გზიდან, ტყეში რომ შემხვდა.
და მხოლოდ ამან შექმნა სხვაობა.
რობერტ ფროსტი, 1916