ქართული გვარები

აბალოიძე – ქართული გვარები

ფუძე: წინაპრის საკუთარი სახელი “აბალო”.

ძირი: აბალოიძე მრავალძირიანი გვარია.

ბუდე: აბალოიძეთა ბუდე-პირველსაცხოვრისი თუშეთშია, სამციხის თემის სოფელ ჭეშოში.

წარმომავლობა: ერთი გადმოცემით, აბალოიძენი თუშეთში ფშავიდან ან ხევსურეთიდან მოსულან. თითქოს ამასვე ადასტურებს სოფელ ჭეშოში ხევსურთა სალოცავის ხევთხორის არსებობა, სადაც სხვებთან ერთად აბალოიძენიც ლოცულობენ. სხვა გადმოცემით, აბალოიძეთა წინაპარი ქიზიყიდან წამოსულა და ძველი გვარით მირზაშვილი ან მირზიაშვილი ყოფილა.

არსებობს კიდევ ერთი გადმოცემა აბალოიძეთა მესხეთიდან – “არუშეთიდან” (ალბათ ერუშეთიდან) მოსულობის შესახებ. ამ გადმოცემით, აბალოიძეთა ძველი გვარი კანთოიძე ყოფილა. აბალოიძეთა გვარში არსებული რამდენიმე გადმოცემა წინაპართა წარმომავლობის შესახებ გვარის შეყრილობაზე ანუ გვარის მრავალძირიანობაზე უნდა მიგვანიშნებდეს.

შთამომავლობა: აბალოიძენი თავისუფალი მთიელი მეთემეები იყვნენ.

მსახურება: ღვთისა და საქართველოსთვის აბალოიძეთა გვარის მეომრები ქუდზე კაცად გამოდიოდნენ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში.

საკუთვნო: თუშეთის სოფელ ჭეშოში დგას “აბალოანთ ციხე”.

განსახლება: ამჟამად აბალოიძენი ცხოვრობენ: ახმეტაში და ახმეტის რაიონის სოფლებში ქვემო ალვანსა და ჭეშოში, თელავსა და თბილისში.

ოდენობა: საქართველოში აბალოიძეთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 50 სულია.

KARIBCHE

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button