
Bitcoin ჩამორჩა შვეიცარულ ფრანკს და ოქროს დამცავი აქტივის სტატუსში
საფონდო ბირჟებზე არსებული არეულობისგან დანაზოგების დასაცავად ინვესტორები სულ უფრო ხშირად იყენებენ შვეიცარიულ ფრანკს და ოქროს. და ეს გასაკვირი არ არის.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ დოლარი ფრანკთან მიმართებაში 0.8100-მდე დაეცა, რაც 12%-ით ნაკლებია 2024 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით. ამან შვეიცარიული ფრანკი 2025 წლის ერთ-ერთ საუკეთესო პერსპექტიულ ვალუტად აქცია. ხოლო აშშ დოლარი რთულ პერიოდებში გადის და იგი 2018 წელლს არსებულ დონემდე ჩამოვიდა.
ფრანკის წარმატება შეიძლება მიეწეროს შვეიცარიის ნეიტრალიტეტისა და საბანკო საიდუმლოების კანონებს, რაც ქვეყანას ყოველთვის უსაფრთხო თავშესაფრად აქცევდა. შვეიცარიის ეროვნული ბანკი არის მთავარი ინვესტორი აშშ-ის ბაზრებზე და ფლობს მნიშვნელოვან წილებს ბევრ წამყვან ამერიკულ კომპანიაში, მათ შორისაა ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორიცაა Apple (NASDAQ:AAPL), Microsoft (NASDAQ:MSFT), Amazon (NASDAQ:AMZN) და Alphabet (NASDAQ:GOOGL). ის ასევე არის აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების სიდიდით მეათე მფლობელი.
ოქრო ასევე გახდა საიმედო აქტივი, მისი ფასი გაიზარდა რეკორდულ 3.240 აშშ დოლარამდე. პანდემიის დაწყებიდან მისი ღირებულება 125%-ით გაიზარდა, 2024 წელს კი – 24%-ით. ამავდროულად, S&P 500 და Nasdaq 100 ინდექსები ორნიშნა რიცხვით შემცირდა.
ოქრომ და შვეიცარიულმა ფრანკმა ასევე გადაუსწრო Bitcoin-ს ყველაზე მომგებიენი დამცავი აქტივების სტატუსში. მიმდინარე წელს ფლაგმანური კრიპტოვალუტის კურსი წლის მაქსიმალური 109.300 აშშ დოლარიანი მაჩვენებლიდან ამჟამინდელ 85 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა.