
პოეზია
გოგი ნარეკლიშვილი ფერფლში ჩაღვენთო შენი ვაება
ფერფლში ჩაღვენთო შენი ვაება
განა სწორია გინდება როცა
ობობის ქსელში კვლავ არ გაება
და თვით გაასწრო ულმობელ დროსაც
რომ გამოძერწო ჰანგი უკვდავი
რომელიც მიწად არ გარდიქცევა
მარად გდევნიდეს ოცნების ქარი
და ამ ოცნებას თან გაჰყვეს ყველა
მაშინ აფხიზლე თვალის ბუდენი
თოვლიან ველზე გაიჭერ სისხამს
როგორც არწივი უსწრაფეს ელვით
თან გაიყოლე დევნილის რისხვა
შენ მარადისი გდევნის ოცნება
ეს მტერზე უფრო ძლიერი შხამი
სხვა ნატვრა უნდა და გაოცება
და არ სჩვევია არვისთან ზავი.