
პოეზია
გოგი ნარეკლიშვილი – სისხლის წვიმებით გაივსო ლეთე
სისხლის წვიმებით გაივსო ლეთე
შხამით ივსება ქვეყნის ტაროსი
ქარები ველებს მახვილით კვეთენ
რაღაც ველური, მძაფრი ქაოსით
შავი ყორნები მთიდან მოდიან
რომ ცხელ გვამებზე კვლავ ინადიმონ
ასე იწყება სულის გოდება
და იხატება მორიგი ტილო
ტილო სასტიკი და შემზარავი
წარმოსახვაში წრწოლის მომგვრელი
გვამებში დადის დაღლილი მგზავრი
იგი ცბიერი მეფისტოფელი.