პოეზია

გოგი ნარეკლიშვილი მე გამრჯვების კოშკზე ასულმა

მე გამრჯვების კოშკზე ასულმა

ცოცხლად ვიხილე სახება შენი

გაოცებისგან მომედო რული

იმდენად იყავ შენ დაუძლევი

ფრთები გშვენოოდა ვით მარგალიტი

და ელვარებდა კუდი მთვარეში

ციური კიბის მომღერალ ჩიტებს

სულ უხაროდათ ჩვენი თარეში

მაგრამ შენ უკან დაბრუნებისას

იქეცი მხოლოდ მადევარ ჩრდილად

შარავანდედი აღარ გეღირსა

და სამუდამოდ იქ მიგეძინა

მე კი დემონო ობლად დარჩენილს

მაწვალებს ისევ შენზე გოდება

ეს საოცარი სავალი ჩვენი

მარადის ცრემლით მომაგონდება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button