ქართული გვარები

აბაზაძეები

აბაზაძეები — ქართული გვარი. ძირითადად გავრცელებულია სურამში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), თბილისში, ქუთაისში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და სხვ.[1] საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი „აბაზა“. მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მთავართა გვარსახელებს შორის. ადრინდელ საცხოვრებლად აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი) მოიაზრება; გიორგი ახვლედიანის მითითებით, „აბასთუმანი“ აბაზაძეთა უბანს უნდა აღნიშნავდეს. ამავე ძირისაა გვარი აბაზაშვილი.

1995 წლისთვის საქართველოში ცხოვრობდა 550 აბაზაძე. 2019 წელს ფიქსირდება 500.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button