
პოეზია
თომას ელიოტი – “ფუტურო ადამიანები”
…სიკვდილის სამეფოში ხედავენ,
რომ ჩვენ არა ვართ
გზააბნეული მშფოთვარე სულები;
ჩვენ ვართ უბრალოდ
ფუტურო ადამიანები,
ფიტულები და არა ადამიანები.
ეს მკვდარი ქვეყანაა,
კაქტუსების ქვეყანა.
ჩამქრალი ვარსკვლავი ხედავს,
როგორ აღაპყრობენ ხელებს
ქვის ქანდაკებებისაკენ
მკვდარი ტომები.
დილაობით, როდესაც ჩამკვდარები
ვითხოვთ ალერსს
სიკვდილის ამ სამეფოში,
ტუჩები, კოცნისათვის რომ მოგვეცა,
ლოცვას აღუვლენენ დამსხვრეულ კერპებს.
აქ არ არის თვალები,
აქ თვალებს ვერავის უპოვი…
ჩამქრალ ვარსკვლავთა ველზე,
უდაბურ, ცარიელ ველზე,
ძველ, დამხობილ სამეფოთა
გამოღრღნილ თავის ქალაში,
უკანასკნელი შეხვედრის ადგილისაკენ
ერთად მივლასლასებთ..