![გალაკტიონ ტაბიძე ქრონიკა ერთი დღის](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2021/11/გალაკტიონ-ტაბიძე-ქრონიკა-ერთი-დღის.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ქრონიკა ერთი დღის
თოვლჭყაპიანი ქარი,
სამი სიკვდილი – ღამის,
სადღაც ხმაურობს მტკვარი,
აი პორტრეტი სამის.
გზები ცივი და სველი,
ელექტრონების შხამი,
მიწერ-მოწერა ძველი
და უბედური წამი.
დღის არ გეღირსა ნახვა.
უბედურება. სისხლი.
მწარე წელიწადს გაჰყვა
ზედმეტ ცხოვრების ნისლი.