Google Assistant ცნობილი პირების ხმით ალაპარაკდება
Google Assistant დღეიდან შეძლებს ისაუბროს ცნობადი პირების ხმით. პირველი მათგანი იქნება ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი John Legend. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრემის ლაურეატი სმარტ-ასისტენტის მომხმარებელს უმღერებს სიმღერებს, შეატყობინებს ამინდის შესახებ ცნობებს, პასუხს გასცემს სხვადასხვა კითხვაზე და ა.შ.
John Legend – ექვსიდან ერთ-ერთია Google Assistant-ის ახალი ხმებიდან. სიახლის შესახებ თავდაპირველად დაანონსდა Google I/O 2018-ზე, სადაც კომპანიამ წარადგინა საუბრის სინთეზის მოდელის – WaveNet-ის წინასწარი ვერსია. ეს უკანასკნელი დაფუძნებულია Google-ის ხელოვნურ ინტელექტ DeepMind-ზე, მუშაობს ადამიანური საუბრის საფუძველზე და ხმოვანი სიგნალების პირდაპირ მოდელირებაზე. შედეგად იქმნება რეალისტურის მსგავსი ხელოვნური მეტყველება. „WaveNet-მა საშუალება მოგვცა დაგვეზოგა დრო, რაც საუბრის სტუდიური ჩაწერისთვის იყო საჭირო – მოდელს ნამდვილად შეუძლია გადმოსცეს მსახიობური ხმის მრავალფეროვნება“ – განაცხადა Google-ის აღამსრულებელმა დირექტორმა Sundar Pichai-მ.
Google-ში არსებობს John Legend-ის საუბრის რამოდენიმე ჩანაწერი, რომელიც წინასწარ იქნა შერჩეული. არის მცირე გაურკვევლობები, თუმცა ძირითადად სისტემა სტანდარტულად ახორციელებს პასუხის გაცემას ინგლისურ ენაზე.
იმისათვის, რომ სმარტ-ასისტენტში Jon Legend-ის ხმა გააქტიურდეს, მომხმარებელს უბრალოდ შეუძლია თქვას: „Hey Google, ისაუბრე Jon Legend-ივით“ ან გადავიდეს Google Assistant-ის პარამეტრებში და გადართოს სასურველ ხმაზე. ფუნქცია ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია – მომავალში კომპანია გააგრძელებს ექსპერიმენტირებას ამ მიმართულებით.