
კრიპტო ბირჟა Bybit: მოხდა თავდასხმა, მაგრამ მომხმარებლების თანხები უსაფრთხოდაა
პირველი, ვინც საეჭვო ტრანზაქციები აღმოაჩინა, იყო კრიპტოდეტექტივი ZachXBT. მან განაცხადა, რომ1.46 მლრდ აშშ დოლარი ღირებულების 401.346 ETH იქნა გატანილი კრიპტო ბირჟა Bybit-იდან უცნობ საფულეში. შემდეგ ჰაკერებმა გაავრცელეს მოპარული აქტივები რამდენიმე მისამართზე, რათა თავიდან აეცილებინათ თვალყურის მიდევნება. ZachXBT-მა გამოაქვეყნა ამ მისამართების სია თავის ოფიციალურ Telegram არხზე და მოუწოდა ბირჟებს, შეიყვანონ ისინი შავ სიაში.
მოგვიანებით ბირჟის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ჩჟოუმ დაადასტურა დაჰაკვის ფაქტი, მაგრამ დააკონკრეტა, რომ ჰაკერმა აიღო კონტროლი ETH-ის კონკრეტულ ცივ საფულეზე.
„გთხოვთ, დარწმუნებულნი იყავით, რომ ყველა დანარჩენი ცივი საფულე დაცულია. ყველა გადახდა მუშავდება ჩვეულებრივად. მე შეგატყობინებთ სიახლეებს მოვლენების განვითარებასთან ერთად. თუ რომელიმე გუნდი დაგვეხმარება მოპარული თანხების მიკვლევაში, მადლობელნი ვიქნებით“, – განაცხადა ჩჟოუმ.
ამავე დროს, კრიპტო ბირჟის გუნდმა განმარტა, თუ როგორ მოხდა ინციდენტი.
ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენი მრავალი ხელმოწერის მქონე ცივი ETH-საფულიდან მოხდა გადარიცხვა ცხელ საფულეში. სამწუხაროდ, ამ ტრანზაქციის კომპომეტირება მოხდა დახვეწილი თავდასხმის შედეგად, რომელმაც დაფარა ხელმოწერის ინტერფეისი სწორი მისამართის საჩვენებლად, ხოლო ცვლილებები განხორციელდა სმარტ-კონტრაქტის ლოგიკაში – განაცხადეს Bybit-ში.
კრიპტო ბირჟის გენერალურმა დირექტორმაც დაარწმუნა მომხმარებლები პლატფორმის სრულ გადახდისუნარიანობაში და აღნიშნა, რომ დეპოზიტებზე არსებული ყველა აქტივი დაცულია 1:1 თანაფარდობით.
მიუხედავად იმისა, რომ Bybit-ის მენეჯმენტი აცხადებს, რომ არაფერია სანერვიულო, 1.4 მლრდ აშშ დოლარის ქურდობამ შოკში ჩააგდო კრიპტო საზოგადოება.
ეს ძრაცვა ყველა დროის ყველაზე დიდი კრიპტო ძარცვაა. მას შემდეგაა 611 მლნ აშშ დოლარის ქურდობა Poly Network-იდან 2021 წელს, განუცხადა Elliptic-ის თანადამფუძნებელმა ტომ რობინსონმა The Block-ს.
მოგვიანებით, როდესაც იკითხეს, თუ რამდენი მომხმარებელი დაზარალდა თავდასხმის შედეგად, სავაჭრო პლატფორმის გუნდმა დაწერა, რომ „ეს ფაქტი ყველას შეეხო“ და რომ „ახლა გართულდება Ethereum-ის გატანა.