
სიმღერის ტექსტები
გულმართალი კაცი მიყვარს
გულმართალი კაცი მიყვარს, სიკეთის მზით ანთებული,
მეგობრისთვის გზად და ხიდად გადებული.
არაფერი არ მებადა სიმღერის და ლექსის გარდა,
მეგობარი მე ყოველთვის გვერდით მყავდა.
მე სიცოცხლე დამიჯერეთ, მისთვის მინდა,
ვიმღერო და სიყვარულში სიყვარულით გავიხარჯო,
მეც დავიდო თქვენს გულებში ერთხანს ბინა, დეე, გავიხარო.
იქნებ ვერ ვთქვი, რაც მინდოდა, მაგრამ გული მქონდა წრფელი,
ვინც გამიგებს, მე ვარ მისი მადლობელი.
არაფერი არ მებადა, სიმღერის და ლექსის გარდა,
მეგობარი მე ყოველთვის გვერდით მყავდა.