პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – აგერ, შემოდგომობის ..

აგერ, შემოდგომობის
ცივი გრძნობა ამდორებს
უმძიმესი ტომების
გენიალურ ავტორებს.

სული სცდება ამ სოფელს
სიჩუმით და წიგნითა,
ვერ პოულობს სამშობლოს
თუნდაც გადაწიგვნითა.

ამ დროს უცხო ბედიდან
რეკავს ქუჩის ფიქალი –
გისვრის კაბინეტიდან
უცნაური გრიგალი!

გრძნობა ხალხში მიილტვის,
გავიწყდება წიგნები,
და ახალ სიცოცხლისთვის
სწრაფად გარდაიქმნები!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button