
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – აფრიალებულ ყორნების გუნდი
ციკლიდან „ეპოქა“
გრიგალო, შენი ძლიერი ქროლა,
მიწას ანებებს შფოთიან საფარს,
უდაბურებად გაშლილ სივრცეებს –
დაჭრილ ლომივით მიაფენს ფაფარს.
რა აღტაცებით, რა სიამაყით
აღიგებს ბინას ნაპრალთა შორის
შენთა ღელვათა გამოძახილი,
დაიგრიალებს მეხი მთაგორის.
სვეტად ავარდნილ ღრუბელთა ცაში,
გასწვრივ აენთე და აგუგუნდი,
რა საარაკო სანახავია –
აფრიალებულ ყორნების გუნდი.