
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – გამძლეობა
ათასფუთიან ჩაქუჩის ცემით
ვერ გატყდა გმირი,
ბრწყინვალე შუქით და დიადემით
სდგას, ვით ქვითკირი.
ზეცაზე ბრწყინავს ვარსკვლავი შენი,
ძველი დიდება.
ბუნება – დედა, ნუგეშთა მფენი
მზედ გეკიდება.
გული, ვით მიწა, სურდათ, რომ ეხნათ
მკაცრ სარაზეთი –
მე გამძლეობა მინახავს ქვეყნად…
მაგრამ… ასეთი?