პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – გადავიარეთ მრისხანე ზღვები

მტევნები სავსე მზის ალუბლებით
გულში რეკავენ სიცოცხლის ქარად,
მახარებს ჩემი თავისუფლება –
და სიყვარული მახარებს მარად.

გადავიარეთ მრისხანე ზღვები
ქარიშხალის და ზღვის მონობაში,
გატაცებები სხვები და სხვები
იფანტებიან მოგონებაში.

და მიიზიდენ მძლავრი გემები,
ვით ცხელ უდაბნოს ქვიშიან ველად,
სიზმრები, პალმა და აქლემები,
რაღაც მძიმედ და განუძრეველად.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button