![გალაკტიონ ტაბიძე – გადამწვანებულ მწერვალებიდან ..](/wp-content/uploads/2025/02/გალაკტიონ-ტაბიძე--გადამწვანებულ-მწერვალებიდან-...jpg)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – გადამწვანებულ მწერვალებიდან ..
გადამწვანებულ მწერვალებიდან
მოედნებიანს დავსცქერი ბათომს,
ესაა მკრთალი ნათელი დილის,
დილის, რომელიც სიხარულს მათოვს.
ო, მოგონებავ, როგორ გიცდიდა
ის სიხარული თეთრი რტოებით.
რაგვარ სიცხადით შენ განგიცდია
ყრმობა – გემების მოახლოებით.
მოგონებები! ისინი – როგორც
მოგზაურები ლამაზი ნავის,
მიმოსცურავენ აღმოსავლეთით,
როცა ასეთი ცისკარი ჰყვავის.