პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – გორიდან
მე არ მეცალა. გორში დავრჩი სულ ერთი ღამე –
როგორც კი ლიახვს მოედინა დილის ნიავი,
გზა ტირძნისისკენ… ვრცელი ველი ტირიფონისა.
სამხრეთ ოსეთის საზღვართან ვარ. – აჰა, ტყვიავი.
მაშასადამე, ბიჯი ერთი და საზღვარგარეთ!
საითკენაც გსურს, რომ გინდოდეს, წავლენ სიონი,
მაგრამ რა კარგი სანახავი იშლება არე –
სულ ახლო არის თეთრი მთები კავკასიონის.
მთები, რომელზეც, ლეგენდების თქმით, რა ხანია
მუდმივ თოვლი და მიჯაჭვული ამირანია.