პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ერთს უბეში შენი წიგნი უბის ..
ერთს უბეში შენი წიგნი უბის,
ხელნაწერი – მე ვიცანი – ვაჟა,
ანაჟღერმა ლაჟვარდოვან გუბის
გაიღვიძა, შეკრთა, ირაჟრაჟა.
ოცნებაო მიმკრთალებულ მელნის,
შენ გვიჩვენე მოქანება მერნის –
მერმისს, ტკბილო ივერიის ზეცავ,
მშვენიერზე მშვენიერო, მერმისს!