პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ეზო
გარეცხილი წინდა,
როგორც სული წმინდა,
მოეკიდა ბაწარს.
დაიცალა სახლი,
მხოლოდ ერთი ძაღლი
მღერის ასარ-ბასარს.
სიმღერა ამ ძაღლის
აკრთობს დიასახლისს:
რა უნდა ამ ვერანს!
ცაზე მიდის მთვარე,
…………….
ვირი შემობრძანდა.
და პატრონი ვირის,
თავ-გადაკვლით ჰყვირის:
„პანტა, ჰაი, პანტა“.