პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ელექტროსადგურს აშუქებს მთვარე ..

ციკლიდან „ეპოქა“

ელექტროსადგურს აშუქებს მთვარე.
ელექტრონისთვის ხსნა ქვეყნად არი.
დაუსრულებელ მდინარეებზე
დაუსრულებლად ელავს მედგარი.

მას ენატრება გამოძახილი.
ის გაჩუმდება და დაუგდებს ყურს,
მღელვარე გუგუნს მოუცავს არე,
მღელვარე გუგუნს მოტორისებურს.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button