სიმღერის ტექსტები
გოგი დოლიძე – ხმალი ავლესოთ ქართველებო
ჩვენ სიყვარულის სარეცელზე შეგვქმნა განგებამ
და სათნოება დაგვანათლა არსთა გამრიგემ,
ჩვენ ვაშენებდით ბანას, ზარზმას, გელათს, იყალთოს
და ვმაღლდებოდით ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.
ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრებავ
და პური შენი არსობისა არის ღვთიური,
ო, საქართველოვ, მოქართულო ნათელ ფერებში,
და იწურება საღმრთო ქვევრში ალადასტური.
ხმალი ავლესოთ ქართველებო, ხმალი ავლესოთ
და მოვუქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი
უნდა მოვთიბოთ, უნდა ვიმკათ, უნდა გავლეწოთ
გადავარჩინოთ საფიცარი ივერთ ჯილაგი.
ო, საქართველოვ, ოქროსფერი ხარ საოცრებავ.
ამ საოცრებას გვეცილება მტერი ვერაგი.
ხმალი ავლესოთ ქართველებო ხმალი ავლესოთ,
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი.
ხმალი ავლესოთ ქართველებო, ხამალი ავლესოთ
შემოვაქსოვოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი.