პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მე შენს სამარეს ..

მე შენს სამარეს,მე შენს სამარეს,
მშვიდს და მდუმარეს
კვლავ თვალს ვავლებდი, კვლავ დავსცქეროდი,
ვით გაყიდული
ცოდვილის სული
„რისთვისო, რისთვის?“ მეკითხებოდი.
არ ვიცი, არა!
განა არ კმარა,
რაც დავიტანჯე, რაც ცრემლი ვღვარე?
ეხლა შენ მითხარ
ვინ ვარ, ან რა ვარ?
კვლავ რისთვის მტანჯავს შენი სამარე?

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button