პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მეგობრის ხსოვნას

მიუძღოდი ჯარს, ჭიხვინებდა შენი მერანი –
ომში წასულთა ზიარება გებარა ოდეს –
წინ მიდიოდენ მედროშენი, მოსიმღერენი,
ერთი მათგანიც აღარ მოვა აქ არასოდეს.

უკანასკნელად გიღიმოდენ გზაზე ქალები,
გეუბნებოდენ: საქართველო შენი გახსოვდეს.
ბედნიერებას გპირდებოდენ მათი თვალები.
ერთი მათგანიც აღარ მოვა აქ არასოდეს.

მუსიკა, ცრემლი, საქართველო: ზრუნვის საგანი..
თითქო ყველაფერს კარი მძიმედ გადარაზოდეს,
ოჰ, არასოდეს არვინ მოვა იმათთაგანი –
ოჰ, არასოდეს არ ამოვა მზე, არასოდეს!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button