მომავლის თვითმფრინავები – ვირტუალური რეალობის მოწყობილობებით, იოგას სტუდიებითა და კომფორტის სხვადასხვა საშუალებით
2018 წელს კომპანია Qantas-მა წარადგინა შეტყობინება ევროპასა და ავსტრალიას შორის პირველი უწყვეტი ფრენის შესახებ. 17-საათიანი შეუჩერებელი ფრენა შესაძლებელი გახდა იმით, რომ თვითმფრინავების მწარმოებლებმა ათწლეულები დახარჯეს ინოვაციებზე, მათ შორის ფრთების ფორმასა და უფრო მტკიცე და მსუბუქ მასალებზე. თუმცა, თვითმფრინავის შესაძლებლობა – მთელი დღე შეუსვენებლად იფრინოს – უსარგებლო იქნება, თუკი ადამიანები ვიწრო და მოსაწყენ სივრცეში ისხდებიან გართობის გარეშე. ამიტომ გეგმაშია გამოყენებულ იქნას უფრო ფართო სავარძლები, ცვლადი რეჟიმის მქონე მანათობლები და ჰაერი, რომელიც სუნთქვისთვის უფრო სასიამოვნო იქნება.
გეგმაში ასევე შედის Wi-Fi-ს აჩარება და ეს ყველაფერი საჭიროა რაც შეიძლება მალე იქნას მიღწეული: Qantas-ი 22 საათიან უწყვეტ ფრენებს მომავალი წლიდან დაიწყებს.
საჰაერო მგზავრობის ეკონომიკა უმეტეს მგზავრს იძულებულს ხდის მოთავსდნენ ადგილზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში 42 სანტიმეტრს არ აღემატება სიგანეში. თუმცა ხანგრძლივი ფრენებისთვის აუცილებელი იქნება უფრო ფართო ადგილების გამოყენება. ლონდონის ცენტრის გამოკვლევები აჩვენებს, რომ რამოდენიმე სანტიმეტრის მომატებაც კი მგზავრების ძილის ხარისხს 53%-ით გააუმჯობესებს. ავიაკომპანიები აგრეთვე ეძებენ საშუალებას – უფრო მეტი სივრცე გამოყონ ფეხების მოთავსებისთვის. ერთ-ერთი ვარიანტია სავარძლის საზურგეები უფრო თხელი მასალებისგან დამზადდეს.
Qantas-ი მუშაობდა დიეტოლოგებთან და შეიმუშავეს სპეციალური მენიუ პეტრადან ლონდონამდე 17-საათიანი ფრენისთვის. საკვებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინგრედიენტების ხარისხს და ისეთ საკვებს, რომლებშიც უხვადაა წყლის შემცველობა: კიტრი, მარწყვი, ოხრახუში და სალათის ფოთლები, რათა მგზავრები დაცულნი იყვნენ გაუწყლოებისაგან. ეს მიდგომა ამცირებს დაღლილობასა და თავის ტკივილს.
მგზავრობის შემდგომი დაღლილობა გამოწვეულია უჰაერობითაც. ატმოსფეროს ზედა ფენაში გაუხშოებული ჰაერის გამო გამართულად მუშაობა უჭირს ფილტვებსა და გულს: ორგანოები ზედმეტად იტვირთება, რათა ორგანიზმს ჟანგბადის საჭირო რაოდენობა მიაწოდონ. ავიაკომპანიები აგვარებენ ამ პრობლემას და იმედოვნებენ, რომ მოგვარდება ჰაერის უკმარისობისგან გამოწვეული პრობლემები ტრანსკონტინენტალური ფრენებისას.
ხანგრძლივი ფრენის ხარისხის გაუმჯობესების ყველაზე მარტივი მეთოდი შესაძლოა იყოს შემდეგი – დაეხმარონ მგზავრებს – „დაავიწყდეთ“, რომ მგზავრობენ. ამჟამად ფრენისას Wi-Fi-ს სიჩქარე 15 მბიტი/წმ-ს არ აღემატება. Airbus-ს სურს გააუმჯობესოს ვითარება მონაცემთა გადაცემის სადგურებისა და გაუმჯობესებული თანამგზავრების დაკავშირებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღწევა, მგზავრები შეძლებენ გაერთონ დამატებითი ოფციებით: Airbus-ის ექსპერიმენტის მიხედვით თვითმფრინავებში ხელმისაწვდომი იქნება OLED-დისპლეები და ვირტუალური რეალობის მოწყობილობები.
ადამიანის ორგანიზმს საკუთარი საათობრივი დროები აქვს დღე-ღამის განათების შესაბამისად. ბევრი ავიაკომპანია უკვე იყენებს შორ რეისებში სრულფასოვანი განათების სტრატეგიას: მკვეთრი შუქი ახდენს დღის განათების იმიტაციას, თბილი ვარდისფერი ტონები კი ორგანიზმს დაძინებაში ეხმარება. Airbus-მა შეიმუშავა ფერებისა და განათების 17 მილიონი კომბინაცია დღე-ღამის იმიტაციისთვის. ამგვარი მეთოდი მგზავრებს ეხმარება მოახდინონ შინაგანი „საათის“ სინქრონიზება.
ხანგრძლივი მარშრუტები საჭიროებს მორიგეების ცვლილებას. პილოტები შესვენებისას პირდაპირ კაბინაში ან ბიზნეს-კლასის განყოფილებაში იძინებენ. მომსახურე პერსონალს კი უკანა რიგებში ან ეკონომ-კლასის ზონაში სძინავთ. თუმცა ადგილი მათთვის ცოტაა, ამიტომ ვერავინ ახერხებს გამოძინებას. Boeing-იც და Airbus-იც მოდერნიზაციას ახდენენ: მომსახურე პირებისთვის განკუთვნილი იქნება უფრო ფართო და გრძელი საძილე ადგილები, რომლებიც ხმისჩამხშობი მასალებით იქნება იზოლირებული.
რამოდენიმე კომპანია აპირებს სატვირთო განყოფილისთვის გამოყოფილი სივრცის ნაწილი გარდაქმნას მედ-პუნქტად ან სათამაშო ოთახად, მოაწყონ ლაუნჯი, ბიზნეს-ცენტრი, იოგის სტუდია ან სპორტდარბაზი, რითიც მგზავრები ისარგებლებენ.