პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის?
- ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის,
რა სიბნელეში სდგას ცეცხლის სვეტი? – - ეს ამ გულიდან სიმღერა იძვრის
და თან მოჰყვება მას სისხლის წვეთი. - ეს რა შავბნელი კვამლი მოედო,
რა ბურუსები მოაქვს რგოლებად? - ეს შენს სიმღერას და სისხლს, პოეტო,
თან მოსდევს წყევლა და დაბრკოლება. - ეს რა გრიგალმა დაიწყო ძრწოლა,
რა ჟრუანტელი წყვდიადს აწუხებს? - ეს შენი ისმის სიმღერის ბრძოლა,
ბრძოლაზე ბრძოლით რომ უპასუხებს… - ეს რა ბრწყინვალე მზე ამოენთო,
რა ჟრიამულმა გადაიჟღერა? - ეს სიმღერაა შენი, პოეტო,
გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა!