პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ინდოელების იყო მიტინგი

ციკლიდან „პაციფიზმი“

ინდოელების იყო მიტინგი.
იქ განაცხადეს:
ჩვენთვის მრავალი ხიფათი დიდი
ამზადებს ბადეს…
ახმაურდება სულ მოკლე ხანში
მრავალი ტომი…
იქნებ სულ მალე იქნეს რევანში
მსოფლიო ომის.
პროტესტები და მუქარა ისმის:
ვერ შევეთვისეთ!
უნდა დაიმსხვრეს იმპერიალიზმი
ბრიტანეთისა.
მრავალი ღელვის იქნება თემა
ქვეყნის უფლება,
სანამ ინდოეთს არ მიეცემა
თავისუფლება.
და ეს სჭირდება თვით ინგლისის ერს.
მის გულს, მის გრძნობას,
სიმშვიდის საკითხს,
ინგლისს, ევროპას.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button