პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – იყო ვექილი ფრიად მართალი ..
იყო ვექილი ფრიად მართალი,
ისეთი, ქვეყნად რომ არ ფასდება.
უყვარდა სიტყვის სალტო-მარტალი
და სიტყვიერად გაფანტასტება.
ეცვა ბრჭყვიალა ფარჩა-ფართალი,
თუ „საქმეს“ ხედავს, ერთი ასდება,
თუ ფული არის – არის სარდალი,
თუ აღარ არის – ის განაზდება.
ასეთი კარგი და ხელოვანი,
ცხვირი ენ ფაცე, ფეხი – პროფილი,
მიცვალებული სახელოვანი
წევს ბალდახინზე გამოწყობილი.