პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – კანტატა

ოჰ, ნუ შეწყვეტ, ტურფავ, შენსას
ნაღვლიან ხმებს – გულის მომკვლელს,
ეგებ შეძრას ფიქრთა სიღრმე
და ცრემლები გადმომჩქეფდეს.

შენგნით იმედს შევუპყრივარ…
განცდა მომდევს გაბასრული,
ჩემს სიყვარულს, აღტაცებას
ეხლა არ აქვს დასასრული.

გრძნობას ალბობს უხილავად
ნაღვლიანი შენი ხმები,
ოჰ, ნუ შესწყვეტ შენს სიმღერას
ტურფავ, ტურფავ გევედრები!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button