პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მონაზონ ქალს

ოჰ, რა ტკბილად ეძინება ყვავილს მდუმარს და ფეეეერ-მიხდილს..
მარტონი ვართ, ჩემო კარგო, ყური უგდე ჩემს სუნთქვას ფრთხილს.
ველთა შორის გასისინდა ხმაურობა მშვიიიდი, წყნააარი
და ყვავილებს ზედ დააკვდა მონავარდე, ცელქი ქარი..
ჩუმად გეტყვი: მარტონი ვართ, გვივლის ფიქრი ამაზრზენი,
მთელის სუუულით მე შენი ვარ, სამუდამოთ შეეენი, შეენი..
შემიძლია დაგივიწყო? მიპასუხე, ამიხსენი.
მთელის გუუულით მე შენი ვარ, სამუდამოდ შეეენი, შეენი.
უთხარ მზის სხივს, ნუღარ ბრწყინავს, გულშივ ჩაჰკლას ნორჩი შუქი..
უთხარ ნიავს, ნუ დაფრინავს მთა და ველად ფრთა-მსუბუქი..
უთხარ ყვავილს, რომ პეპელას ნუ იკარებს, გულს ნუ უხსნის
და პეპელაც იმ გულიდან ნექტარს ნუღარ ამოსწუწნის.
უთხარ ნიავს, რა არის, რომ თამაშობა აქ არ იწყო,
მაშინ მითხარ მეც, შენს მტრფობელს, გულშივ ჩაგკლა, დაგივიწყო…
შემიძლია დაგივიწყო? მიპასუხე, ამიხსენი.
მთელის სულით, მე შენი ვარ… სამუდამოთ შენი, შენი!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button